რუსეთში ქმარმა ორსულ ცოლს თავი მოაჭრა, შემდეგ სიმამრი მოკლა

რუსეთში ქმარმა ორსულ ცოლს თავი მოაჭრა, შემდეგ სიმამრი მოკლა. ადგილობრივი სამართალდამცველების განცხადებით, მკვლელობას წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა.

მათივე ცნობით, ოჯახი ტაჯიკეთიდან იყო. ქალს კი „აღმოსავლეთის კანონებით“ ცხოვრება არ სურდა.

ქმარი 21 წლის ცოლს გარეთ ფაქტობრივად არ უშვებდა.

ცოლმა ქმართან გაშორმამაკაცმაბა გადაწყვიტა და ამ საკითხზე საუბრისას მამაკაცმა დანა აიღო და ქალს რამდენჯერმე ჩაარტყა. შემდეგ კი თავი მოაჭრა. ამის მერე მან მოკლული ცოლის მამას დაურეკა, რომელსაც ადგილზე მისვლისთანავე ასევე დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე “ორი პირის მკვლელობის“ მუხლით. დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები