შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი პირი – ანალოგიურ ფაქტზე წარსულში რამდენჯერმე მხილებული 1992 წელს დაბადებული ზ.ჩ. და წარსულში თაღლითობის ბრალდებით ნასამართლევი 1967 წელს დაბადებული ნ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა მოქალაქეებს სხვადასხვა თანხის გადახდის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთებას პირდებოდნენ.ართმევდნენ ფულს მოქალაქეებს და შემდგომ წყვეტდნენ მათთან კავშირს. ზ.ჩ და ნ.ჯ. მთლიანობაში დაახლოებით 145 000 ლარის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი თემები
-
,,13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს!” – მაიკლ როთი
,,13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს!”, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე,... -
სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად – აშშ-ის საელჩო
ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი არასამთავრობო ორგანიზაიცა ,,სამართლიანი არჩევნების” (ISFED) წარმომადგენლებს... -
,,აუცილებელია შესრულდეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და საგამოძიებო ორგანომ დაადგინოს აქციის დაშლის სრულყოფილი სურათი და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი” – ომბუდსმენი 20 ივნისზე
სახალხო დამცველი 20 ივნისის საქმეებზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აუცილებელია შესრულდეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და...