საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება 7 თებერვალს გაიმართება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რაგბის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასკვნით, ორჯერ გადადებულ შეხვედრას 7 თებერვალს გამართავს.

ბორჯღალოსნები პრინციპულ მეტოქეს რუსეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მომავალი მატჩისთვის ჩვენი გუნდი საგანგებოდ ემზადება, შეხვედრა პანდემიის გამო ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდება.

საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები