„თებერვალში ენერგო სუბსიდირება მოქმედებს“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავარში“

„აბსოლიტურად მიგნება იყო სწორი, პროგრამა განხორციელდა და ეს იყო დადებითი, ემსახურებოდა მომხმარებელთა ინტერესს, 5 მილიონამდე მომხმარებელმა მიიღო ეს სუბსიდირება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა, მთავრობის მიერ განხორციელებული ენერგო პროგრამის შესახებ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით პროგრამა განხორციელდა ოთხ თვეზე და მოიცვა არა მარტო სოციალურად დაუცველი, არამედ საშუალო ფენაც, ენეგოომბუდსმენი ამბობს, რომ სუბსიდირება უნდა შეხებოდა ოთხ თვეს:

„ნოემბრის თვეში სუბსიდირება უკვე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რადგანაც ნორმატიული აქტის მიხედვით თებერვლის თვეც უნდა ჩათვლილიყო კომპანია ვალდებული იყო ნოემბერშიც განეხორციელებინა სუბსიდირება, ზოგიერთი კომპანიის აბონენტებისთვის ეს განხორციელდა ნოემბრის თვიდან,“ – განაცხადა ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ სუბსიდირება თებერვალზეც მოქმედებს:

„თებერვალში მიღებული ქვითარი იქნება სუბსიდირებული და ეს იქნება საბოლოო, სუბსიდირება ეხება არა ხარჯს, არამედ ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდს, თუმცა გაზრდილი და განსხვავებული ტარიფის სუბსიდირება გრძელდება მთელი 2021 წლის განმავლობაში,“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები