„გახარიას განცხადება მიაწოდეთ კომედი შოუს და კაი “სკეჩს” გააკეთებენ“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„თავისუფალ ქვეყანაში თუ გვინდა ცხოვრება ლირიკაა, რასაც გახარია აცხადებს სანქციებზე, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განცხადა.

ბურჯანაძე ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას და პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოუხმაურა, სადაც აღნიშნული იყო, რომ რესტორნები, რომლებიც თვითნებურად გაიხსნებოდნენ, სახელმწიფო დახმარების პროგრამებით ვერ ისარგებლებდნენ.

„ეს იყო ძალიან სასაცილო განცხადება, ალბათ იხუმრა პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა,  გახარიას განცხადება მიაწოდეთ „კომედი შოუს“ ბიჭებს და კაი “სკეჩს” გააკეთებენ, როცა თავისუფალ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება მსგავსი განცხადებები, მუქარის სასაცილოა,“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები