„თავბრუ დაესხმებოდა ბექა ფერაძეს და მის სამსახურს, სად რომელი რესტორანი დაეჯარიმებინა“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ხელისუფლებას, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, დღეს  ვისაუბრებდი იმ გეგმაზე თუ რას ვიზამდით შაბათს და როგორ ჩავატარებდით აქციას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ განმარტა, ბექა ფერაძესთან შეხვედრა დაგეგმილი იყო მთავრობის სხდომის ჩანიშვნამდე. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნის ვადებს არ გადმოწევდა აქციები პერმანენტული იქნებოდა:

„მათ, რომ ეს ნაბიჯი არ გადმოედგათ გავიხსნებოდით ყველა რესტორანი და თავბრუ დაესხმებოდა ბექა ფერაძეს და მის სამსახურს, სად რომელი რესტორანი დაეჯარიმებინა და გპირდებით ვერავის დააჯარიმებდნენ, შემოგვიერთდებოდნენ ის რესტორნებიც, რომელიც მანამდე თვითნებურ გახსნაზე უარს ამბობდნენ, მაგრამ გადმოიდგა ნაბიჯი და ბრმა უნდ იყო ეს, რომ არ დაინახო, არცერთ პოლიტიკურ აქციას დღემდე არ მოჰყოლია შედეგი, ჩვენ დავაანონსეთ აქცია და ხელისუფლებამ მეორე დღესვე გადაწყვეტილება შეცვალა,“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები