საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

  საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 258-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ, 4 თებერვალს, კორონავირუსი 583 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 671 პაციენტი, 19 კი გარდაიცვალა.