“არსებობენ ისეთი პოლიტიკური გვამები, როგორიც არის სააკაშვილი, ის გახლავთ კრიმინალი” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „პოლიტიკურ გვამს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სააკაშვილი ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს.

ამასთან, როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კარი კვლავ ღიაა და მიესალმება იმ პარტიების გადაწყვეტილებას, ვინც რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს.

„არსებობენ პოლიტიკური პარტიები, ვინც რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამას მხოლოდ მივესალმები. კარი ჯერ კიდევ არის ღია იმისთვის, რომ გარკვეულმა პოლიტიკოსებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენი ქვეყნის დემოკატიული განვითარებისთვის. თუმცა არსებობენ ისეთი პოლიტიკური გვამები, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, ის გახლავთ კრიმინალი – მას კონკრეტულ საქმეებზე ედება ბრალი. შესაბამისად, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, არეულობა, მაგრამ ეს არავის გამოუვა“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, გარდა ოთხი გვამისა”.

მსგავსი თემები