ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

  •  

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მამაკაცს ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ოთხი გასროლა მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ ავტომანქანაში შვილს ელოდებოდა, რა დროსაც ესროლეს.

შსს – სინფორმაციით, სავარუდო დამნაშავე საპატრულო პოლიციამ ცხელ კვალზე, რამდენიმე წუთში დააკავა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები