პარტია “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ოპოზიციის კვოტით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. 

პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს 87 ხმით არცერთის წინააღმდეგ.

იმისთვის, რომ პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესულ ცალკეულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დაკავება შესძლებოდათ, მმართველმა გუნდმა რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შეიტანა, რაც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის მოქმედებს.

მსგავსი თემები