თურქეთში კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური“ ვარიანტების შემთხვევები დადასტურდა

თურქეთში კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური“ ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში ბრიტანული მუტაციის (შემთხვევების რაოდენობა) 196-ს შეადგენს. ასევე დადასტურდა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის ორი და ბრაზილიური ვარიანტის ერთი შემთხვევა. გავაგრძელებთ ბრძოლას კომპრომისზე წასვლის გარეშე, ”- განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები