მოსალოდნელი ჯარიმების მიუხედავად მფლობელები რესტორნების გახსნას მაინც აპირებენ

ასობით ობიექტის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება 6 თებერვლიდან მუშაობა, აკრძალვების მიუხედავად მაინც დაიწყოს. გადაწყვეტილების მიმღები პირები ამბობენ, რომ ითვალისწინებენ რისკებს თუმცა ობიექტების გახსნას მაინც აანონსებენ. 

იმ შემთხვევაში, თუკი 6 თებერვლამდე საკოორდინაციო საბჭო არ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას ან არ გააჟღერებს კონკრეტულ გეგმას, როდიდან შეეძლებათ რესტორნებს საქმიანობის გაგრძელება, გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას და მუშაობას თვითნებურად დაიწყებენ.

რესტორატორთა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაიცავენ ყველა იმ რეკომენდაციასა და წესს, რომელიც კოვიდპანდემიის გავრცელების პრევენციისთვის არის აუცილებელი.  

“მე ჩემს თავზე პასუხისმგებლობას მივიღებ და მაქვს კონკრეტული კონტრშეკითხვა, დღეს ნებისმიერი სასტუმრო თბილისის მასშტაბით, დიდი უმრავლესობა ღებულობს სტუმრებს, რომლებიც არიან რესტორანში, იღებენ ფიტნეს დარბაზებში, აი ამ ვითარებაში, როდესაც არ ხდება ინფექციის გავრცელება, 30 მეტრში დაკეტილი რესტორანი, რომ გაიხსნას, ამ ვითარებაში რატომ უნდა გახდეს პრობლემა?

რესტორატორებმა გადაწყვიტეს თავიანთ თანამშრომლებთან ერთად რომლებიც დაახლოებით 250 000 ადამიანია, გაიხსნას რესტორანი და მიიღოს სტუმრები,” – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. 

მსგავსი თემები