არჩილ თალაკვაძე დღეს პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს

პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშით იხსნება დღევანდელი სესია. ექნებათ თუ არა დეპუტატებს არჩილ თალაკვაძისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა – მოხსენების ფორმატი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ცნობილია, რომ ანგარიშის ძირითადი ნაწილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობას, ასევე სამომავლო გეგმებს შეეხება. სხდომას კანონმდებლებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

“უპრეცედენტო პირობებში მოგვიწია მუშაობა, რაც პანდემიის მდგომარეობით იყო გამოწვეული. მარგამ მინდა გითხრათ რომ მიუხედავად ამისა, პარლამენტმა ძალიან აქტიურად იმუშავა, თავისი ფუნქციები შეასრულა და ასევე არის ასახული რიგი გეგმების, რომელიც 2021 წელს პარლამენტს დაგეგმილი აქვს რომ განახორციელოს როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე საპარლამენტო აქტივობების ჭრილში,” – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გივი მიქანაძემ. 

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას ისმენს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

მსგავსი თემები