“უმრავლესობამ გადაწყვეტილების მიღებისას ევროპელი პარტნიორების, ფასილიტატორებისა და პრეზიდენტის მოწოდებები გაითვალისწინა” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადადება ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა. მისი განმარტებით, უმრავლესობამ გადაწყვეტილების მიღებისას ევროპელი პარტნიორების, ფასილიტატორებისა და პრეზიდენტის მოწოდებები გაითვალისწინა.

“მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ იმაზე როგორ განვითარდა მოვლენები, მანამ სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით. თუ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის ინდივიდუალური ნების გამოხატვა, ჩვენი პოზიცია იყო გახსოვთ, რომ ეს არის საპარლამენტო საბოტაჟი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები კიდევ უფრო მკაცრები იყვნენ მათი ქმედების მიმართ და თქვეს, რომ ეს იყო დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა.ასევე იყო მოწოდებები, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ასევე ჰარცელის მხრიდან, თუმცა არ დაგიმალავთ ამიტომ გაგრძელდა სხდომა დაგეგმილზე დიდი ხსნი მანძილზე, რადგან იყო სხვა აზრებიც. 

დღეს უმრავლესობა ამ პოზიციას დაეთანხმა და თქვა, რომ ამ ეტაპზე უმჯობესია თავის შეკავება და ჯობია თავი შევიკავოთ მათი უფლებამოსილების შეწყვეტისგან. ჩვენ გავითვალისწინეთ არა 51%, რასაც ისინი სპეკულაციურად აცხადებენ, არამედ ამომრჩევლის 39%-ის პოზიცია. ამომრჩევლის ნებაა, საპარლამენტო საბოტაჟის და საპარლამენტო დემოკრატიის უგულებელყოფა, პოზიტიური გაგებით ჩვენი მხრიდან იყო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომ მანდატების შეჩერებისგან დღეს თავი შეგვეკავებინა,”- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე უმრავლესობამ მიიღეო გადაწყვეტილება, რომ “ქართული ოცნება” 51 ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს და კენჭისყრაზე ჩააგდებს.

მსგავსი თემები