“ჩამოყალიბდნენ, პარლამენტში შედიან თუ არ შედიან” – დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე

ალბათ, მეტად იმედიანად ვიქნებოდი, რომ თვითონ ოპოზიციაში არ იყოს ასეთი აზრთა სხვადასხვაობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ჯობია, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ შედიან თუ არ შედიან“.

„უმრავლესობას ამ კუთხით არ აქვს სირთულე. საერთო პოზიციაზე ჩამოყალიბდება და ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. იმაზე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მსგავსი თემები