რომელ კლინიკებში გადანაწილდება ვაქცინა – ჯანდაცის სამინისტო ჩამონათვალს აზუსტებს

ჯანდაცვის სამინისტრო აზუსტებს იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც კორონავირუსის ვაქცინა პირველ ეტაპზე გადანაწილდება. სრულყოფილი სია ჯერ არ არსებობს და გეგმა დამუშავების პროცესშია. წინასწარ ცნობილია, რომ პრეპარატს სამი ქალაქის 10-მდე კლინიკაში შეინახავენ. პირველ ეტაპზე აიცრება, 15 000 მედიკოსი. ცნობილია, რომ პროცესი თვის ბოლოს დაიწყება.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, განაცხადა რომ ის კლინიკები, სადაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მოხდება, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

“10 კლინიკა იქნება ის რაოდენობა, რაც ჩვენ გვჭირდება. აქ საუბარია, პირველ რიგში, იმაზე, რომ კლინიკას უნდა ჰქონდეს გადაუდებელ დახმარებაში ნებართვა, ასევე, უნდა ჰქონდეს იმუნიზაციის საქმიანობის შესახებ წარსულში გამოცდილება და, ასევე, შეტყობინება, რომ ეს არის მაღალი რისკის საქმიანობა. რეგულირების სააგენტოში უნდა იყოს ასეთი შეტყობინება გამოგზავნილი და, არის უკვე სპეციფიკური მოთხოვნები: ადგილზე სულ მცირე, 3 ბრიგადა მაინც უნდა იყოს მობილიზებული, პაციენტთა ნაკადები უნდა გაიყოს, ისინი უნდა შევიდნენ სხვა შესასვლელებიდან; სამედიცინო პერსონალის კონტიგენტს, რომელიც მივა ასაცრელად, უნდა დახვდეს ცალკე, იზოლირებული შესასვლელი. ასევე, ინფექციის კონტროლის პირობების დაცვით, ცალკე მოსაცდელი სივრცე, სადაც ათამდე ადამიანი მაინც უნდა დაეტიოს და, ასევე, უნდა იყოს მომზადებული აცრის შემდგომი დაყოვნების სივრცეები,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მსგავსი თემები