„შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად ვმართავთ ამ ვირუსს“ – გიორგი გახარია

„კარგად მესმის, შეზღუდვები, რომელიც ზოგიერთ ქალაქში გვიწევს, რას ნიშნავს თითოეული ოჯახისთვის, თითოეული კომპანიისთვის, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად, ბალანსის დაცვით, ეკონომიკა მეტად გავხსნათ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად, ბალანსის დაცვით, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეკონომიკაც ნელ-ნელა გავხსნათ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, იმერეთში სტუმრობისას განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  რეგიონში მნიშვნელოვანია ტურიზმის და ეკონომიკის გამოცოცხლება.

„დღეს ჩვენმა ბავშვებმა დაიწყეს სკოლაში სიარული და კლასებში განათლების მიღება. მე დღეს გახლდით ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში, სადაც დასრულდა ახალი სკოლის მშენებლობა და ბავშვები წელს მივიდნენ ბავშვები ახალაშენებულ სკოლაში. სამწუხაროდ, ამ პანდემიის გამო, მათაც ჰქონდათ წყვეტა, თუმცა დღეს უკვე დაიწყეს სწავლა და ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ის შეზღუდვები, რომელიც დღეს საქართველოში, ზოგიერთ ქალაქში გვიწევს. კარგად მესმის, რას ნიშნავს ეს თითოეული ჩვენი ოჯახისთვის, ბიზნესისთვის, იმ თითოეული კომპანიისთვის, რომელიც დახურულია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად, ბალანსის დაცვით, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, მაგრამ ეკონომიკაც ნელ-ნელა გავხსნათ. ყველა კარგად ხედავთ, რომ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით შედეგები საკმაოდ კარგი გვაქვს, და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად ვმართავთ ამ ვირუსს.

გარდა ამისა, იმერეთში, უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის და ეკონომიკის გამოცოცხლება და ვიყავით დასრულების ეტაპზე მყოფ სასტუმროში. პრომეთეს მღვიმის ინფრასტრუქტურას პირდაპირ უერთდება ეს პროექტი. ეს სასტუმრო და ტურისტული ინფრასტრუქტურა გაიხსნება მაისში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში პირველი ტურისტები გამოჩდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი თემები