„ვარ მერიის ტუალეტის გამგე და არ მეთაკილება“ – ბავშვებს ტუალეტი ახეხინეს, შსს-მ გამოძიება დაიწყო

  ფაქტი, რომელიც სამეგრელოში, კერძოდ კი ჩხოროწყუში მოხდა, არასამთავრობოების, ბავშვთა უფლებადამცველების თუ სხვა ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. საუბარია შემთხვევაზე, როცა სკოლის მოსწავლეები მერიაში წაიყვანეს და ტუალეტი გაახეხინეს. როგორც აღნიშნული „აქციის“ ორგანიზატორი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი უფროსი ეთერ ჯაფარიძე ამბობს, მან თვითნებურად იმოქმედა და ამაში სათაკილოს ვერც ვერაფერს ხედავს. „შემცირების შემდეგ დამრჩა ერთი იდეა, რომ ბავშვებისთვის ჩამედო ეს პატარა მარცვალი. წავედი მეორე საჯარო სკოლაში, შევხვდი სკოლის დირექტორს, შემიყვანა მე-7 კლასში, ბავშვებს ვუთხარი, რომ შრომა იწყება დაბადებიდან. ვიყავი ევროპაში და იქ არაფერი არ იყო ჩვენზე უკეთესი, არც კულტურა, გარდა იმისა, … ვრცლად „ვარ მერიის ტუალეტის გამგე და არ მეთაკილება“ – ბავშვებს ტუალეტი ახეხინეს, შსს-მ გამოძიება დაიწყო