BioNtech-Pfizer ევროკავშირს ვაქცინის დაგეგმილზე 75 მილიონით მეტ დოზას გადასცემენ

კომპანიები BioNtech-ი და Pfizer-ი პირობას დებენ, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაგეგმილზე 75 მილიონამდე მეტით დოზას გადასცემენ, – ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამა შეფერხებით მიმდინარეობს, რისი მიზეზიც ორი მსხვილი მიმწოდებლისგან BioNTech-Pfizer- სა და AstraZeneca- სგან ვაქცინების შემცირებული რაოდენობით მიწოდებაა, რომლებსაც წარმოებაში პრობლემები შეექმნათ.

გერმანული კომპანია BioNTech-ი და ამერიკული კომპანია Pfizer-ი აცხადებენ, რომ გერმანიის ცენტრალურ ქალაქ მარბურგში მიმდინარე თვეში ახალ საწარმოს გახსნიან, რაც ყოველწლიურად ვაქცინის 750 მილიონი დოზის წარმოების შესაძლებლობას შექმნის. საერთო ჯამში, BioNTech-Pfizer 2021 წლის ბოლომდე ევროკავშირისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 2 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავს, რაც თავდაპირველად დაგეგმილ 1.3 მილიარდზე მეტია.

მსგავსი თემები