“ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება” – ზურაბ ჯაფარიძე

ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე, – ასე ეხმაურება პარტიის „გირჩი მეტი თავისუფლება“ ლიდერი სოციალურ ქსელში პარტია „გირჩის“ დღევანდელ განცხადებას.

„ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, &₾ეზე დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე

რა დროს ჩემი თავისუფლებაა, „ქართული პარლამენტარიზმია“ გადასარჩენი, სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი. მართლა რა დედა&₾@)(:₾ი რამეა ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა“, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

„გირჩმმა“ სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ კოლეგებს უფლებამოსილებას თუ შეუწყვეტს, „გირჩის“ მოქმედი პარლამენტის წევრებიც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ ჩააბარებენ.

მსგავსი თემები