“იმედია, შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი წარმატებით ჩაივლის” – ნათია თურნავა

ეკონიმიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი წარმატებით ჩაივლის.

“მნიშვნელოვანი ბიზნესაქტივობები იხსნება – ეს არის პირველ რიგში არასასურსათო ვაჭრობა, შოპინგ მოლები, მცირე მაღაზიები, დიდი ქსელური მაღაზიები მთელი საქართველოს მასშტაბით.

აჭარაში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი არის დაბალი სარესტორნო ინდუსტრიები, კაფეები ღია სივრცეების ნაწილში გახსნა და საქალაქო ტრანსპორტის გახსნა, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში, გარდა თბილისისა, ქუთაისისა და რუსთავისა. ეს პირველი ეტაპი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩაივლის,” – განაცხადა თურნავამ.

მსგავსი თემები