ადამიანი, რომელიც ქუთაისში აქციის მონაწილეს ეჯახებოდა, მოგვიანებით ტაქსს შეეჯახა

მე – 6 დღეა, ქუთაისში, „თავისუფლების სკვერში“ გრძელდება – აქცია ლოზუნგით „ვადამდელი არჩევნები.“

როგორც აქციის ორგანიზატორი „მედიაცენტრ მთავართან“ ამბობს, ადამიანი, რომელიც აქციის მონაწილეს, რამდენიმე დღის წინ, მანქანით ეჯახებოდა ჯერ არ დაუკავებიათ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პირი მოგვიანებით ტაქსს შეეჯახა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ დაკავებული არ იყო:

„პროტესტი უწყვეტად გრძელდება ,გუშინ მოხდა ისეთი ფაქტი, ადამიანი რომელიც ჩვენი პროტესტის მონაწილეს კარავთან მანქანით ეჯახებოდა გარეთ თავისუფლად დასეირნობდა და რომ არა ინციდენტი რომელიც მას შეემთხვა ტაქსს დაეჯახა, ვერც გავიგებდით თუ თავისუფალი იყო,“ – განაცხადა ქუთაისის „ენმ“ – ს პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი გვალიამ „მედიაცენტრ მთავართან.“

პირის დაკავების მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა, ქუთაისის საპატრულო პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს:

„ვიმყოფებოდით საპატრულოსთან აქციაც გავმართეთ და ხელმძღვანელობას მოვთხოვეთ კანონის შესაბამისად ემოქმედათ, რომ კარავში მყოფი პროტესტის მონაწილეებმა დაცულად იგრძნონ თავი, შეგვპირდნენ რეაგირებას, უახლოეს დღეებში დაველოდებით შედეგებს, ყველაფერი წინ გვაქვს,ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ,“ – აცხადებს გვალია „მედიაცენტრ მთავართან.“

მსგავსი თემები