“თუ „ოცნება”კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, “გირჩის” მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს” – “გირჩი”

  პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს და დისკუსიისთვის დრო დატოვონ. როგორც “გირჩის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს. მათივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს შეუწყვეტს, “გირჩის” მოქმედი პარლამენტის წევრებიც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ ჩააბარებენ. “ხვალ “ქართული ოცნება” ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. პარალელურად, მეგობარი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. არცერთი მხარე მოლაპარაკების შეწყვეტის სურვილს საჯაროდ არ გამოთქვამს, შესაბამისად, არც მის ჩაშლაზე იღებს პასუხისმგებლობას. “ქართული … ვრცლად “თუ „ოცნება”კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, “გირჩის” მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს” – “გირჩი”