პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება

ეთიკის საბჭო მეათე მოწვევის პარლამენტში – შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. საბჭოში რვა დეპუტატი იქნება.

ეთიკის საბჭოს მიზანი პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის აღსრულების უზრუნველყოფაა. თავის მხრივ, ეთიკის კოდექსი არეგულირებს დეპუტატთა ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე, განსაზღვრავს წესებს, რომლებიც პარლამენტარებმა უნდა გაითვალისწინონ საკუთარ საქმიანობაში, ასევე, კოლეგებთან, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას.

მსგავსი თემები