ვისაც PCR ტესტი არ ექნება, თვითმფრინავში არ დაუშვებენ

„მივმართავთ ავიაკომპანიებს თხოვნით და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი“ – ეს განცხადება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა და ავიაკომპანიებს მიმართა.

მინისტრის თქმით, მომდევნო კვირიდან ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან და  ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

„ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია. შემდეგი კვირიდან ძალიან აქტიურად, ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობით, დავიწყოთ შეხვედრები ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან სწორედ იმისთვის, რომ გავაცნოთ მათ ახალი წესები და გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები. ვიცი, რომ ისენი ამას გაგებით ეკიდებიან და პირიქით, მონაწილეებიც არიან რეკომენდაციების შემუშავების და დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შემოვიყვანოთ სწრაფად საქართველოში პირველი ჯგუფი ვაქცინირებული უცხოელი მოქალაქეების, ვისაც სურს დაათვალიეროს საქართველო, ესტუმროს საქართველოს, რისთვისაც ვხსნით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს ეტაპობრივად, დადებითობის მაჩვენებლის მიხედვით – ამ ეტაპზე ეს არის აჭარა“ – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი თებერვლიდან საქართველოს ცა იხსნება.   

მსგავსი თემები