მსოფლიოში უკვე 83 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 102 მილიონს აჭარბებს მსოფლიოში. მზარდი სტატისტიკის გამო, 28 თებერვლამდე კარანტინს ახანგრძლივებს დანია. შეზღუდვები თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება პოლონეთსა და პორტუგალიაში.

კარანტინის გახანგრძლივების მიუხედავად, პოლონეთში პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები გაიხსნება. მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად ვრცელდება ვირუსის ახალი სახეობები. კოვიდ-19-ის ე.წ. აფრიკული შტამის გავრცელების პირველი შემთხვევები შეერთებულ შტატებშ​​ი დაფიქსირდა.

გერმანიის ვაქცინის კომიტეტის გადაწყვეტილებით კი, ჯერჯერობით, არასაკმარისი მონაცემების გამო კომპანია “ასტრაზენკას” ვაქცინა 65-წელს გადაცილებულ პირებს არ ჩაუტარდებათ. კომპანია “ნოვავაქსის” ვაქცინამ კი ბრიტანეთში ჩატარებული ცდების დროს 89% ეფექტიანობა აჩვენა, მათ შორის ბრიტანული შტამის მიმართ.

მსოფლიოში უკვე 83 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

მსგავსი თემები