ბაზრობები 15 თებერვლამდე არ გაიხსნება

მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრა დასრულებულია, თუმცა ბაზრობები 15 თებერვლამდე არ გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ბაზრობების გახსნას პირველი თებერვლიდან ითხოვდა, შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც „ლილოს“ გენერალური დირექტორმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, თარიღი – 15 თებერვალი არ გადაიხედება.

„ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვიდავეთ და იმედია, თარიღი არ გადაიწევს. ჯერჯერობით შაბათ-კვირას არ გვხსნიან და როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი ვითარება იქნება შემდეგ კვირას. ეკონომიკური გუნდი ჩვენ მხარეს დგას, სურვილი აქვთ რომ მოგვყვნენ, რადგან სხვა გამოსავალი არაა, თავზე გვენგრევა ეკონომიკა“,- აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ლილოში დასაქმებულები საპროტესტო აქციას ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ და აცხადებენ, რომ პირველ თებერვალს დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ და თვითნებურად გაიხსნებიან.  

მსგავსი თემები