“ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერის შემდეგ, საკუთარ პარტიაში გამრიყეს” – ადამ კინზინგერი

  •  

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებით, ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერის შემდეგ, საკუთარ პარტიაში გარიყეს.

გამოცემა, „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში, ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემისა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის ტრამპის გადაყენების თაობაზე მიმართვის შემდეგ, რესპუბლიკურ პარტიაში თავს იზოლირებულად და მარტოსულად გრძნობს.

„ვფიქრობ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ამ პარტიის განსაზღვრისთვის ეპიკური ბრძოლა გვექნება“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.

„ენბისისთან“ ინტერვიუში ადამ კინზინგერმა ასევე თქვა, რომ მის პოლიტიკურ მომავალზე არ წუხს, რადგან გადაწყვეტილება პოლიტიკური იმპერიის შესაქმნელად არ მიუღია და ისტორია ამას სწორედ ასე განსჯის.

მსგავსი თემები