ნინო ბურჯანაძემ მოსკოვს ბოდიში მოუხადა

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა ანტირუსული პროვოკაციის გამო, რომელიც ზაფხულში, საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დროს მოხდა”, – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო, “ტასი” წერს.

როგორც სააგენტო წერს, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს პროვოკაცია პირველ რიგში, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იყო. 

„მე არ მეშინია ბოდიში მოვიხადო ამ საშინელი ინციდენტის გამო. ბოდიში, რომ შეგაწვეტინეთ, მაგრამ ნებას არ მოგცემთ დაასრულოთ, სანამ ბოდიშს არ მოგიხდით, რადგან ვფიქრობ, რომ ეს პირველ რიგში ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა“,- მიმართა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს კონსტანტინე კოსაჩოვს შეხვედრისას.

თავის მხრივ, როგორც სააგენტო წერს, კოსაჩოვმა ბურჯანაძეს ამ სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დემოკრატიულ მოძრაობაში“ ბოდიშის მოხდის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სიცრუეა.

„ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, არანაირი ბოდიში მას არ მოუხდია, ვინაიდან არ თვლის, რომ გავრილოვთან დაკავშირებით რამე საბოდიშო ჰქონდა. პარტიის ლიდერის თქმით, ერთადერთი, რაც მან გავრილოვთან დაკავშირებით თქვა, იყო ის, რომ მან მომხდარს სამწუხარო ფაქტი უწოდა. ნინო ბურჯანაძეს არაერთხელ უთქვამს ქართულ მედიასთან, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში თავისი ნებით არ ჩამჯდარა. ეს გაიმეორა მან კოსაჩოვთან შეხვედრაზეც“, – აცხადებენ პარტიაში.


მსგავსი თემები