“ადამიანებს შენივე თავზე უნდა აჩვენო რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა, ამიტომ მე ვაქცინას გავიკეთებ” – ლადო კახაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო მეთოდია. ამიტომ, აპირებს, საზოგადოებას საკუთარი მაგალითით აჩვენოს და ვაქცინა გაიკეთოს.

“როგორც პროფესიონალმა ექიმმა, ვიცი ყველა გზა ვაქცინაციის: როგორ არის, რა გამოწვევები შეიძლება ჰქონდეს, რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს და ა. შ 

ამიტომ, განათლებულ ადამიანს, რომელსაც ეტყვი, რომ შენ თვლი ვაქცინაციას უსაფრთხო მეთოდად, უსაფრთხო მანიპულაციად და შენ ამაში ნამდვილად ხარ დარწმუნებული, შენივე თავზე უნდა აჩვენო. ამიტომ, მე ამ ვაქცინას, რასაკვირველია, გავიკეთებ,”- აღნიშნა ლადო კახაძემ.

მსგავსი თემები