“თუ ვაქცინის ზიანი დადგა არა მედპერსონალის დაშვებული შეცდომის გამო, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს” – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტმა დღეს ვაქცინის მისაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უნდა დაამტკიცოს.

პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს, ეს საკითხი ვაქცინის მომწოდებელი კომპანიების მხრიდან დაყენებული ერთ-ერთი მოთხოვნაა, ამ ნაბიჯით ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საქართველო კოვიდვაქცინას ძალიან მალე მიიღებს, რომელსაც მედპერსონალი და საავადმყოფო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს.

“ვასრულებთ პირობას, რომ არ ჩამოვრჩეთ პროცესს და რაც შეიძლება მალე მივიღოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა, რომელსაც საერთაშორისო აღიარება ექნება. მე მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო მედპერსონალის და კლინიკის პასუხისმგებლობაზე ყურადღება, შენახვის და მოხმარების წესი აქვს ამ ვაქცინებს. მაგრამ თუ დადგა ზიანი არა მედპერსონალის დაშვებული შეცდომის გამო, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას აიღებს სახელმწიფო,”- აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

მსგავსი თემები