“ვფიქრობ, კარი არ უნდა დაიხუროს და მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს” – დავით სერგეენკო

  •  

მანდატებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ზოგადი პოზიციაა, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გახდება ცნობილი, აღნიშნულ საკითხზე გაიმართება თუ არა თავისუფალი კენჭისყრა.

„რაც შეეხება კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს, ამაზე გუშინაც იყო კომიტეტში მსჯელობა, დღესაც იქნება და ალბათ ყველა არგუმენტი შეჯერდება. ჩემი განწყობაც ისეთია, რომ კარები არ უნდა დაიხუროს. რაც არის შესაძლებელი, მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში. მაქვს მოლოდინი, რომ მაქსიმალურად თავისუფალი კენჭისყრა შედგება“, – განაცხადა სერგეენკომ.

მსგავსი თემები