“მთავრობა ფქვილს რომ არ ასუბსიდირებდეს, პური 15-20 თეთრით გაძვირდებოდა” – ლევან სილაგავა “მედიაცნეტრ მთავარში” (ვიდეო)

„დღევანდელი რეალობა ის არის, რომ სულ რაღაც 15 დღეში, რუსეთი 25 ევროს საბაჟო გადასახადს აამუშავებს და პირველი მარტიდან ეს იქნება 50 ევრო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ,”საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით გამოცხადებულია ტენდერი საქართველოში ყოველდღიური პურზე ფასის შესანარჩუნებლად:

„გარკვეული რაოდენობა გვაქვს ხორბალი შემოტანა და ვცდილობთ საბაჟო ტანის გაზრდამდე დავაგროვოთ მარაგი, თუ სექტემბრის თვეში 200 დოლარად შემოგვქონდა ხორბალი, ახლა არის 300 დოლარი, დღეს, რომ სუბსიდირების პროგრამა არ მუშაობდეს, დღევანდელი პურის ფასი იქნებოდა 15 – 20 თეთრით მეტი,ვიდრე დღეს არის, ეს პროგრამა 1 აპრილამდე გრძელდება და ორი ტენდერის მეშვეობით ხდება დარეგულირება.

ფასი ჯერ – ჯერობით შენარჩუნებულია ყოველდღიური მოხმარების პურზე, სხვა შემთხვევაში ფასები არის თავისუფალი.

გამოცხადებულია ტენდერი, ტენდერის პირობების თანახმად, ვინც უფრო ნაკლებ თანხას მოითხოვს სუბსიდირებისთვის, ის იქნება გამარჯვებული, მიზანია პურზე ფასი იყოს შენარჩუნებული და ამის პირობა არის ის, რომ, ვინც ტენდერში შევა და გაიმარჯვებს ამ პირობებით მიწოდებული ფქვილი იყოს პურის ქარხნებზე, მაღაზიებსაც ვალდებულება აქვთ გაყიდონ, იმ ფასად, რაც დღეს არის,“ – განცხადა ლევან სილაგავამ „მეიდაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები