“2024 წელი მოვა, ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკება მხოლოდ ახალი არჩევნების თარიღზე შეიძლება გაიმართოს.

„მოლაპარაკება შეიძლება გაიმართოს ერთადერთ საკითხზე, ახალი არჩევნების თარიღი, განახლებული საარჩევნო კანონმდებლობით ჟვანიას გარეშე. მანდატები რომ არ შევიწყვიტოთ, მერე შეექნება მოლაპარაკებებს პრობლემა, მერე გვეტყვიან, პარლამენტი შედგა, მანდატები არ შეიწყვიტეთ, რა გინდათ ახლა? 2024 წელი მოვა, ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონი, ამასობაში ქვეყანა დაიცლება. მერე იქნება სწორედ უაზრობა, მოლაპარაკება. გამოყენებული იქნება პოლიტიკური ბრძოლის ყველა დასაშვები საშუალება მასობრივი სახალხო მოძრაობის სახით ჩვენი ქვეყნის ყველა ქუჩაზე, ყველა სოფელსა და ქალაქში, რა თქმა უნდა, დიდი საერთაშორისო მობილიზაცია ჩვენი მეგობრებისა. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ვაშინგტონში დამთავრდა კუშნერ ტრამპის ეპოქა, რომლებსაც პუტინის ფულით აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები