პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – შიდა ქართლისა და კახეთის პოლიციის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

პოლიციაში საკადრო ცვლილებებია. კახეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.

არსებული ინფორმაციით კახეთში დაინიშნა გურიის პოლიციის მოქმედი უფროსი კახა მურადაშვილი. მას სამცხე- ჯავახეთის პოლიციის უფროსი ლევან ხარაბაძე შეცვლის.

ვინ იქნება სამცხე- ჯავახეთის პოლიციის უფროსი, ჯერჯერობით, უცნობია.

შიდა ქართლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მერაბ ბერძენიშვილის მოადგილე შეასრულებს.

მსგავსი თემები