„ტურისტები ეპიდემიოლოგების სახლებში დაისვენებენ და ბაზრებში ივლიან, რომ იკვებონ“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს ეპიდემიოლოგების აბსურდს უკავშირებს და ამბობს, რომ მათთვის ამ აბსურდის რეალობა დასამტკიცებელია. როგორც ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, წარმოუდგენელი აბსურდია, როცა ზამთარში საზღვაო კურორტი იხსნება, ზაფხულში კი სათხილამურო.      

„შეგვიძლია, ყველაფერი გადავწიოთ, მაგრამ ბუნებრივ რეალობას ხომ ვერ გადავწევთ.  ზამთარი გუდაურში იწყება ნოემბრიდნ და მთავრდება მაქსიმუმ მარტამდე.  დღეს თუ არ გაიხნა მთის კურორტი, როგორ შეიძლება გუდაურს შესაძლებლობა მიეცეს, იარსებოს? გაიხსნა ზღვა ზამთარში და გვეუბნებიან. რომ მთის კურორტებს გახსნიან ზაფხულში. მე ამ ლოგიკას ვერ მივყვები. იხსნება ცა და არ იხსნება სასტუმროები და რესტორნები . ველოდებით ტურისტებს და ეჭვი მაქვს, რომ ალბათ, ისინი ეპიდემიოლოგების სახლებში წავლენ დასასვენებლად, ბაზარში ივლიან რომ იკვებონ და ალბათ, მანქანას იყიდიან, რომ საქართველოს მასშტაბით გადაადგილდნენ. ასეთ აბსურდში ვართ დღეს და უნდა დავუმტკიცოთ ეპიდემიოლოგებს, რომ ეს არის აბსურდი. მსოფლიოში არც ერთი ქვეყანაა, სადაც ტრანსპორტი ჩაკეტილია“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

შეგახსენებთ, რომ ბიზნეს სექტორი მთავრობისგან  რეგულაციების მოხსნასა და გადარჩენას ითხოვს.  

მსგავსი თემები