„ვაქცინის გაკეთებას 10-დამ 4 ადამიანი აპირებს, რაც ძალიან ცოტაა“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მთავარი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში დღეს არსებული ვითარება რთულია, რადგან, მოსახლეობა ვაქცინას უნდობლობას უცხადებს და მის გაკეთებას არ აპირებს.  

„ვაქცინა რომც შემოვიდეს, 10-დან მხოლოდ 4 ადამიანი აპირებს გაკეთებას. ეს შეიძლება, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა გახდეს. 40% ძალიან ცოტაა და ის ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობაში მასიურ იმუნიტეტს და პანდემიის დამარცხებას. ამიტომ, ყველას ძალისხმევის გაერთიანებაა საჭირო. ყველამ ერთად უნდა დავარწმუნოთ მოსახლეობა ვაქცინაციის უსაფრთხოებასა და საჭიროებაში. ვაქცინა აუცილებელია და ის არის ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად. ის აბსოლუტურად უსაფრთხოა“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.     

შეგახსენებთ, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა მხოლოდ 40% აცხადებს თანხმობას გაიკეთოს „კოვიდ ვაქცინა“.

ჩვენს ქვეყანაში ვაქცინას თებერვლის ბოლოსთვის ელოდებიან.

მსგავსი თემები