„დღეს 250 000 ადამიანი არის სახელმწიფო კმაყოფაზე“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩვენ ვთავაზობთ რომ ეს ადამიანები შესაძლოა დავასაქმოთ და ამ ხალხმა შეძლონ საკუთარი თავის რჩენა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე თვლის, რომ სარესტორნო ბიზნესი დი ხანს ვეღარ გაძლებს და ავტომატურად მოხდება ბიზნესის ლიკვიდირება.

„დღეს 250 000 ადამიანი არის სახელმწიფო ხარჯზე და ამ რაოდენობის ადამიანის განაცხადია დაწერილი სუბსიდირებაზე.

მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის, სადაც ჩაკეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საქართველო მე – 8 ადგილზეა, სადაც ყველაზე მკაცრი რეგულაციებია მიღებული.

ვერ გადაიტანს ამას ქვეყანა და ვერ გადაიტანს ბიზნესი, როდესაც ბიზნესი უყურებს, რომ პერსპექტივა არ გააჩნია ამ სფეროს, რომ მომავალში გაიხსნას, ერთ – ერთი ფანჯარა, რაც არის მიტანის სერვისი, იმ თანამშრომელსაც დაითხოვს და ეტყვის, რომ მეტი არ შეუძლია. 95 % რესტორნების არის იჯარით, უმეტესობამ დატოვა ფართები, ვინც შეღავათით არიან მოიჯარე ამ შეღავათს დიდ ხანს ვეღარ გაწევს. დღეს რესტორნების მხოლოდ 1-% ფუნქციონირებს და 1% – ის გარდა ვეღარავინ იმუშავებს,“ – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში,“ მისივე განმარტებით ეკონომიკის სამინისტროს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რა საფრთხე ემუქრება ბიზნესს. ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ საკითხი ეპიდემიოლოგების გადასაწყვეტია:

„დღეს იმდენად პესიმისტურად ვარ განწყობილი, მხოლოდ ბრძოლის უნარი არ მაქვს დაკარგული, შედეგის იმედი არ მაქვს, როდესაც რამოდენიმე თვის წინ რთული სიტუაცია იყო, ეს ყველაფერი ჯანდაცვის სამინისტროს დაბრალდა, დღეს ესენი მტირალა ბავშვებივით არიან, რათა მათზე არ გადატყდეს ჯგუფი, არანაირი კვალიფიკაცია იმას არ სჭირდება, რომ გამოაცხადონ „იჯექით სახლში“, ჩვენი მოთხოვნაა გვასწავლონ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან ერთად როგორ ვიცხოვროთ, ამას სჭირდება განათლება,“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შეთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები