“ირაკლი კობახიძეს ყველა იცნობს როგორც მაღალი დონის პროფესიონალს” – კახა კუჭავა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას შეფასებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის მეორე ვადით არჩევა არის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებამ საქართველოსთვის აქტუალური საკითხები საერთაშორისო ტრიბუნიდან გააჟღეროს.

„ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი ასამბლეაზე და ის ხელმეორედ იქნა არჩეული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ირაკლი კობახიძეს ყველა ძალან კარგად იცნობს, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს. გუშინ, ჩვენი შეხვედრის დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმაც ცალსახად აღნიშნა, რომ მას ირაკლი კობახიძის აქტიური მონაწილეობის იმედი აქვს. ასამბლეის მხრიდან მთლიანად დელეგაციის მხარდაჭერა მაღალია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, უკვე ბიუროს სახელით თუ ნებისმიერი სხვა ფორმატის გამოყენებით, ძალიან მაღალ დონეზე დავაყენოთ ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, გავაჟღეროთ და მოვიპოვოთ მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მსგავსი თემები