კორუფციის ფაქტზე დაკავებულ ჩუღურეთის რაიონის მაღალჩინოსანი ადვოკატის თქმით, მისთვის საქმის მასალები ჯერ არ გადაუციათ

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის დაკავებულ მოადგილეს რამდენიმე საათში ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ ლადო გოგსაძეს დღესვე მისი უფლებების დამცველი მოინახულებს.

რაც შეეხება მის პოზიციას ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით, ეს ჯერჯერობით უცნობია. “კურიერთან” კომენტარი მისმა უფლებადამცველმა გააკეთა. ადვოკატის განცხადებით, დეტალები მისთვის ჯერჯერობით უცნობია, მანამ, სანამ მას საქმის მასალები არ გადმოეცემა.

“უფლებამოსილების გადამეტებით არის ჯერჯერობით გამოძიება. ბრალი არ წარუდგენიათ და შესაბამისად არ ვარ ინფორმირებული ზუსტად რას გვედავება გამოძიება. დაგვიძახებენ, ბრალს წარგვიდგენენ, მასალებსაც გადმოგვცემენ. ამიტომ ამ ეტაპზე არ ვარ ინფორმირებული და არაფერზე ვართ შეთანხმებულები,” – განაცხადა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

შეგახსენებთ, მაღალი რანგის საჯარო მოხელე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ანტიკორუფციულმა სააგენტომ გუშინ აიყვანა.

მსგავსი თემები