“21-ე საუკუნეში რევოლუციური სცენარი ქვეყნისთვის 20 წლით უკან დახევა იქნება” – ნინო წილოსანი

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ამომრჩეველი მათ მიდგომებს გადახედავს, რადგან 21-ე საუკუნეში რევოლუციური სცენარი ქვეყნისთვის იქნება 20 წლით უკან დახევა, თითოეული ადამიანის მდგომარეობის გაუარესების წინაპირობა, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, დესტაბილიზაციის, ქვეყნის დემოკრატიის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება.

„ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია, გარკვეული პერიოდი საცივში გქონდა თავი ჩაყოფილი და ახლა, თავი ამოყავი თუ არა საცივიდან ინდივიდუალურად ადასტურებ და რევოლუციურ სცენარებზე საუბრობ, ეს ერთი მხრივ, ძალიან სასაცილოდ და არასერიოზულად ჩანს, მაგრამ სახელმწიფო ყველა მსგავს ქმედებას თავის სახელს დააქმევს, დესტაბილიზაციის, ქვეყნის დემოკრატიის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ამ ადამიანებს რადიკალიზმის მიღმა არანაირი შესაძლებლობა არ დარჩენიათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ და მიხარია, რომ გამჭვირვალე არჩევნებმა რადიკალურ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა არ მისცა.დარწმუნებული ვარ, მათი ამომრჩეველი მათ მიდგომებს გადახედავს, რადგან 21-ე საუკუნეში რევოლუციური სცენარი ქვეყნისთვის იქნება 20 წლით უკან დახევა და თითოეული ადამიანის მდგომარეობის გაუარესების წინაპირობა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მსგავსი თემები