იტალიაში 2 სუნამოს ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქალაქ ვერონაში 46 წლის ქართველი მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცმა პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „სეფორაში“ 2 სუნამო მოიპარა, რომლის ღირებულება 200 ეუროს შეადგენს.

როგორც ირკვევა, ქურდობის შემდეგ მამაკაცის შეჩერება მაღაზიის დაცვამ სცადა, თუმცა მან თავის დაღწევა მოახერხა და გაიქცა, მოპარული ნივთები კი ქუჩაში დაყარა. პოლიციამ ის მალევე დააკავა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქე მსგავსი დანაშაულისთვის წარსულშიც დააკავეს.

მსგავსი თემები