შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია იმართება

დღეს, 14:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მოთხოვნა ერთია – მოიხსნას ქვეყნაში დაწესებული შეზღუდვები და ბიზნესსა და მოქალაქეებს მიეცეთ არსებობის და გადარჩენის შესაძლებლობა.

აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებაა.“  პარტიის ხელმძღვანელის,  ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს გაბრაზებული ადამიანების ძალა და შესაძლებლობები.

„ტყუილია ისიც, რომ ახლა, ცოტა ხანში გახსნიან; ტყუილია ისიც, რომ ახლა ვაქცინა იქნება სწრაფად და ეშველებათ. კიდევ თვეების განმავლობაში არავის არაფერი ეშველება და დარჩებიან გამომწყვდეულები შიმშილის პირას, როგორც ახლა არიან, თუ არ გამოვლენ და არ გააპროტესტებენ“.

აქციაში მონაწილეობის სურვილი სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმაც გამოთქვეს.

მსგავსი თემები