„ცალ-ცალკე სირბილს მათთან არავინ აპირებს, მათთან მიცუნცულება ვისაც უნდოდა, უკვე მიცუნცულდა“ – უგულავა მდინარაძეს  

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანს ბაზრის „რაზვედჩიკს“ უწოდებს და „ამხანაგ მდინარაძის“ საყურადღებოდ განცხადებას აკეთებს.

„ბაზრის “რაზვედჩიკ” ამხანაგ მდინარაძის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციის პოზიცია მათ იციან. ცალ-ცალკე სირბილს მათთან არავინ აპირებს, მათთან მიცუნცულება ვისაც უნდოდა, უკვე მიცუნცულდა, სჯობს ვარდისფერი სათვალეები მოიხსნას და რეალობას შეხედოს ისე, როგორც არის. რეალობა ძალიან მძიმეა. თუ საუბარი უნდათ, ვისაუბროთ იმ მთავარ საკითხზე, რომელიც საზოგადოებრივ აუცილებლობას წარმოადგენს იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს, ეს კი არის რიგგარეშე არჩევნები. 51-ზე მეტ დეპუტატს თვეზე მეტია შეტანილი აქვს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება და კეთილი ინებოს ამხანაგმა, ბაზრის “რაზვოდჩიკმა” მდინარაძემ განიხილოს და დააკმაყოფილოს. ამით უკვე საქართველოში ოფიციალურად გაფორმდება ერთპარტიული მმართველობა“ – აცხადებს უგულავა.

მან აღნიშნული განცხადებით მამუკა მდინარაძეს უპასუხა, როცა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზადაა, ოპოზიციური პარტიების სურვილის შემთხვევაში, შეხვდნენ და პოლიტიკურ თემებზე ისაუბრონ.

მსგავსი თემები