„ჩინური ვაქცინა ცუდი არ იქნება, მაგრამ, მერე დაიწყებენ ყვირილს ხალხი არ ადარდებთო“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური  დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,  მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეები ჩინური ვაქცინის შემოტანის წინააღმდეგ გამოდიან, აზერბაიჯანი „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ არ დაელოდა და სწორედ ჩინური ვაქცინებით დაიწყო აცრა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს უკეთესი გამოსავალი აქვს, ვიდრე ეპიდემიოლოგებსა და მთავრობას, გააკეთოს შეთავაზება.

„დიახ, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი არ დაელოდა „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს, რომელზეც ჩვენ თითქოს ჩაციკლულები ვართ და არ უნდა გავბედოთ სხვა ვაქცინის შემოტანა. საზოგადოების ცალსახა მოთხოვნაა, რომ არ უნდა იყოს ჩინური ვაქცინა.  პირველ რიგში, ჩვენი ოპონენტები, ხმამაღლა აცხადებენ, არ გაბედოთ და ჩინური ვაქცინის შემოტანა. აზერბაიჯანმა კი სხვა გზა აირჩია – ჩინური ვაქცინები. ჩვენ ეს რომ გაგვეკეთებინა, კარგად იცით რა რეაქციაც იქნებოდა, დაიწყებდნენ კამპანია, მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინაცია დაიწყესო. პირადად ვფიქრობ, რომ ჩინური ვაქცინა ცუდი არ იქნება“  – აცხადება თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები