„შეიძლება, სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული“ – პრემიერი ახალ შტამზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული შტამი“ შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლების გამოყენებითაც ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს, ეფექტურია. თუმცა, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ უფრო სწრაფად გავრცელების გარდა, არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ლონდონსა და სამხრეთ აღმოსავლეთით გამოვლინდა, შეიძლება სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული,“ – აცხადებს პრემიერი.

ე.წ. ბრიტანულმა შტამმა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეაღწია. მათ შორის, ახალი შტამი საქართველოშიც დაფიქსირდა.

მსგავსი თემები