“21 დეკემბრიდან ინციდენტობის მაჩვენებლის სერიოზული ვარდნაა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა.

“21 დეკემბრიდან ინციდენტობის მაჩვენებლის სერიოზული ვარდნაა დაბლა – ვითვლით 7 ან 14-დღიან საშუალოს 100 ათას მოსახლეზე და 11 იანვრიდან ეს პლატოზეა გადასული. 

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველა გახსნასთან მიმართებაში, ამიტომ, რაღაცის შემსუბუქება თუ მოხდება – აუცილებელია 2 კვირიანი დაკვირვება, ეპიდსიტუაცია ამას როგორ მიჰყვება და იმის შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი შემსუბუქების და ა.შ.,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი თემები