“სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა” – სტრასბურგის გადაწყვეტილებას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აფასებს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს ლინკევიჩუსი გამოეხმაურა.

“მივესალმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პასუხისმგებლობაზე ქართველების უკანონო დაკავების საქმეზე, მათ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ქართველი სამხედრო ტყვეების წამებასა და სამხრეთ ოსეთში საკუთარი სახლებიდან საქართველოს მოქალაქეების განდევნაზე- რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს. ბრალდების მიხედვით რუსეთი დამნაშავეა,” – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი “ტვიტერზე”.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდიც.

“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა. რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი,”- წერს მარინა კალიურანდი.

მსგავსი თემები