ჯო ბაიდენი ეპიდვითარების გაუარესებას ვარაუდობს

კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდვითარების გაუარესებას ვარაუდობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა პანდემიასთან ბრძოლის გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც შტატებში ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება და გაიზრდება პირბადეების წარმოება. გარდა ამისა, ქვეყანაში ჩასულ მგზავრებს ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა და კარანტინის გავლა მოუწევთ. ბაიდენის განმარტებით, პანდემიის დამარცხებას თვეები დასჭირდება.

PCR ტესტის პასუხების წარდგენის ვალდებულება დაუწესდება საფრანგეთში ჩასულ ყველა მგზავრსაც, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ახალ რეგულაციებს აწესებს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრიც. ხვალიდან ქვეყანა ბრიტანეთთან ფრენებს აკრძალავს.

რიო-დე-ჟანეიროს მერის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ივლისში დაგეგმილი კარნავალი აღარ ჩატარდება.

ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსული ვაქცინა დაარეგისტრირა უნგრეთმა. ცნობილია, რომ უნგრული მხარე ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ჩინეთთანაც აწარმოებს. ხელისუფლების გადაწყვეტილებას უნგრეთის ოპოზიცია აკრიტიკებს.

მსგავსი თემები