“ჩვენი ქვეყნის მიწის თითოეული გოჯი მალე ისევ ჩვენი იქნება” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჩვენი ქვეყნის მიწის თითოეული გოჯი მალე ისევ ჩვენი იქნება“, – წერს კულუმბეგოვი.

დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

მსგავსი თემები